You can do it. We can help...
როგორც ვიცით "ბარსელონას" კარის დარაჯმა, ვიქტორ ვალდესმა უარი განაცხადა თავის მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე კატალონიურმა კლუბმა, ახალი მეკარის ძიება დაიწყო. გავრცელდა ხმები თითქოს "ესპანიოლის" გოლკიპერი კიკო კასილა, ლურჯ-ბროწეულისფერთა ინტერესთა სფეროში მოექცა. მაგრამ როგორც ესპანური გაზეთი "Marca" იტყობინება, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "ესპანიოლს" კატალონიური გრანდისგან, კასილას ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზება არ მიუღია.