Main »
- Archive
დღის ცენტრალურ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აშკარად უკეთესი გუნდია. არსენ ვენგერმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, რის გამოც ძალიან მალე დაისაჯა. "ბაიერნმა" შეხვედრის ბედი პირველ 21 წუთში გადაწყვიტა, როდესაც ჯერ კროოსმა, შემდეგ კი მიულერმა ვოიცეხ შჩესნის კარი ორჯერ აიღეს. მეორე ტაიმში, გამოსვლაზე შეცდა მანუელ ნოიერი, რითიც ლუკას პოდოლსკიმ ისარგებლა და ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, მაგრამ "არსენალმა" არამარტო ანგარიში ვერ გაათანაბრა, იქით გაუშვა მესამე გოლი, რომელიც ანგარიშზე მარიო მანჯუკიჩმა ჩაიწერა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:3 დასრულდა და ამ წყვილში, ალბათ ყველაფერი გარკვეულია. არსენალი-ბაიერნი 1:3 გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77).
...
Read more »
უეფას ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალი (პირველი მატჩი) "პორტუ”-”მალაგა” 1:0 "პორტუ”: ელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ფერნანდო, ლუჩო (კაშტრუ 90+1′), მოუტინიო, იზმაილოვი (ატსუ 70′), ვარელა (ჯ. როდრიგესი 58′), მარტინესი. მთავარი მწვრთნელი: ვიტორ პერეირა. "მალაგა”: კაბალიერო, სანჩესი, ველნგტონი, დემიკელისი, ანტუნეში, ტულალანი, იტურა (კამაჩო 78′), ხოაკინი (პორტილიო 63′), ისკო, ჟულიო ბაპტიშტა (პიაზონი 78′), სანტა კრუსი. მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი. გოლი: მოუტინიო 56′. გაფრთხილება: იტურა 75′. ბურთის ფლობა: 62%-38%; კარისკენ დარტყმები: 7-0; კარში დარტყმები: 10-1; კუთხურები: 11-2; თამაშგარეები: 5-1; ჯარიმები: 13-16. მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ "გალათასარაი” "შალკეს” ბარიერის გადასალახავად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგა უკვე აქვს მოგებული. სნეიდერმა თასის აღმართვა 2010 წელს, "ინტერის” შემადგენლობაში მოახერხა. "ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. მატჩისთვის მზად ვართ. დიდებული შეხვედრა გველის. მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და გერმანიაში უპირატესობით გავემგზავროთ. ვფიქრობ, როცა თამაში შინ გვაქვს, უპირატესობა ჩვენს ხელთაა. კარგად ვიცით, რას წარმოადგენს "შალკე”, თუმცა მზად ვართ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ. გვინდა, ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ, ამისათვის კი ბოლომდე დავიხარჯებით”, – უთხრა სნეიდერმა "გალათასარაის” ტელევიზიას.
"პარის სენტ ჟერმენის” იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს შორის საუკეთესოს გამოყოფა შეუძლებელია. მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა” და კატალონიური "ბარსელონას” ვარსკვლავები, ბოლო სეზონებში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში ერთმანეთს ეცილებიან. "რონალდოსა და მესის შორის, არჩევანის გაკეთება შეუძლებელია. ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია,” – უთხრა 53 წლის სპეციალისტმა Ma Chaine Sport-ს. შეგახსენებთ, რომ მესი "ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად 2004 წლიდან თამაშობს. რაც შეეხება კრისტიანო რონალდოს, ის "რელიას” ღირსებას 2009 წლიდან იცავს.
ფრანგული პსჟ-ს 31 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღესაც, ის მიუნხენის "ბაიერნის” მაისურით ითამაშებს. "რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა მიზიდავს. შესაძლოა, ერთხელაც, ამ ჩემპიონატში ვითამაშო. კარიერის დასრულებამდე დრო კიდევ არის. თუ თამაშის გერმანიაში გაგრძელებას გადავწყვეტ, ჩემი უპირველესი არჩევანი "ბაიერნი” იქნება. ჩემის აზრით, ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბს შორის შედის. არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია: შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში და ახლა საფრანგეთში ვცხოვრობ. ხალხისა და კულტურის შეცნობა ვისწავლე. ამან უფრო გამაძლიერა.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან, "ბაიერნს” პეპ გვარდიოლა გაწვრთნის, რომელთანაც იბრას კარგი ურთიერთობა ნამდვილ
...
Read more »
მადრიდის "ატლეტიკოს” ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისთვის საუკეთესო ვარიანტი კლუბში დარჩენაა. მოგეხსენებათ, კოლუმბიელს ევროპული ფეხბურთის გრანდები ეპატიჟებიან. "ატლეტიკოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომ, მადრიდში დარჩენა საუკეთესო ვაიანტია. ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის დაკავებაა. არც "რეალზე” ვფიქრობთ, არც "ბარსელონაზე”. მიზანი ჩვენს მისიებზე კონცენტრირებაა”, - განუცხადა ფალკაომ El Mundo Deportivo-ს. ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, ფალკაომ 20 გოლს მოუყარა თავი.
|