infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » არსენალი–ბაიერნი 1:3: "ბაიერნი" უკეთესია

არსენალი–ბაიერნი 1:3: "ბაიერნი" უკეთესია

დღის ცენტრალურ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აშკარად უკეთესი გუნდია. 

არსენ ვენგერმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, რის გამოც ძალიან მალე დაისაჯა. "ბაიერნმა" შეხვედრის ბედი პირველ 21 წუთში გადაწყვიტა, როდესაც ჯერ კროოსმა, შემდეგ კი მიულერმა ვოიცეხ შჩესნის კარი ორჯერ აიღეს. 

მეორე ტაიმში, გამოსვლაზე შეცდა მანუელ ნოიერი, რითიც ლუკას პოდოლსკიმ ისარგებლა და ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, მაგრამ "არსენალმა" არამარტო ანგარიში ვერ გაათანაბრა, იქით გაუშვა მესამე გოლი, რომელიც ანგარიშზე მარიო მანჯუკიჩმა ჩაიწერა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:3 დასრულდა და ამ წყვილში, ალბათ ყველაფერი გარკვეულია.

არსენალი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77).
არსენალი (4-3-2-1): შჩესნი – სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი – არტეტა, უილშირი, კასორლა – რემსი (71. როსიცკი), პოდოლსკი (72. ჟირუ) – უოლკოტი. 
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა – ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი – მიულერი, კროოსი (73. ლუის გუსტავო), რიბერი (63. რობენი) – მანჯუკიჩი (79. გომესი).
გაფრთხილება: ვერმაელენი, სანია, არტეტა, პოდოლსკი, რემსი – შვაინშტაიგერი, მიულერი, ლამი.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-16 (9-8); ბურთის ფლობა: 55%-45%. 
მაყურებელი: 59 974
Views: 749



Shadow


content top