infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » ზლატანი “ბაიერნში” თამაშს არ გამორიცხავს

ზლატანი “ბაიერნში” თამაშს არ გამორიცხავს

ფრანგული პსჟ-ს 31 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღესაც, ის მიუნხენის "ბაიერნის” მაისურით ითამაშებს.

 "რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა მიზიდავს. შესაძლოა, ერთხელაც, ამ ჩემპიონატში ვითამაშო.
 კარიერის დასრულებამდე დრო კიდევ არის. თუ თამაშის გერმანიაში გაგრძელებას გადავწყვეტ, ჩემი უპირველესი არჩევანი "ბაიერნი” იქნება. ჩემის აზრით, ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბს შორის შედის.
 არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია: შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში და ახლა საფრანგეთში ვცხოვრობ. ხალხისა და კულტურის შეცნობა ვისწავლე. ამან უფრო გამაძლიერა.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia.
 შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან, "ბაიერნს” პეპ გვარდიოლა გაწვრთნის, რომელთანაც იბრას კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს.
Views: 506



Shadow


content top