infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » სნეიდერი მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს

სნეიდერი მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს

ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ "გალათასარაი” "შალკეს” ბარიერის გადასალახავად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგა უკვე აქვს მოგებული. სნეიდერმა თასის აღმართვა 2010 წელს, "ინტერის” შემადგენლობაში მოახერხა.

"ჩემპიონთა ლიგა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. მატჩისთვის მზად ვართ. დიდებული შეხვედრა გველის. მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და გერმანიაში უპირატესობით გავემგზავროთ. ვფიქრობ, როცა თამაში შინ გვაქვს, უპირატესობა ჩვენს ხელთაა. კარგად ვიცით, რას წარმოადგენს "შალკე”, თუმცა მზად ვართ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ. გვინდა, ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ, ამისათვის კი ბოლომდე დავიხარჯებით”, – უთხრა სნეიდერმა "გალათასარაის” ტელევიზიას.
Views: 696



Shadow


content top