infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » არსენალთან მოგება ადვილია აცხადებს ჰაინკესი

არსენალთან მოგება ადვილია აცხადებს ჰაინკესი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა” სტუმრად ლონდონის "არსენალი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

 შეხვედრის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილება გამოხატა.

"გუნდი საოცარ ფორმაშია. ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ მეტოქის ძალზედ მცირე შეცდომის გამოყენებაც კი შეგვიძლია. როგორც აღმოჩნდა, "არსენალთან” თამაში ადვილია”, – ჰაინკესის სიტყვები "ბიბისიმ” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, განმეორებით მატჩს "ალიანს არენა” 13 მარტს უმასპინძლებს.
Views: 608



Shadow


content top