infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » პორტოს მეტი გოლის გატანა შეეძლო

პორტოს მეტი გოლის გატანა შეეძლო

"მალაგასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა – ჟოაო მოუტინიომ განაცხადა, რომ "პორტომ” კარგად ითამაშა და მიღწეული შედეგი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველმა გოლი ალექს სანდროს პასის შემდეგ შეაგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"მთელი შეხვედრის განმავლობაში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და შეგვეძლო, მეტოქე კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დაგვემარცხებინა. კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. მნიშვნელოვანი იყო, ისე მოგვეგო, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიგვეღო. შევეცდებით, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდეთ”, – განაცხადა მოუტინიომ A Bola-სთან საუბრისას.
Views: 714



Shadow


content top