infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » გალათასარაი- შალკე

გალათასარაი- შალკე

ოთხშაბათი, სტამბული, სტადიონი "თურქ ტელეკომი"
დრო: 23:45 საათი
არბიტრი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

ეს გუნდები შიდა ჩემპიონატში განსხვავებულად ასპარეზობენ - "გალა" თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს და საჩემპიონო ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა, რაც შეეხება "შალკეს", გელზერკირხენელების გაჩემპიონებაზე საუბარიც არაა, გუნდი ევროთასების ზონაშიც არ იმყოფება. გარდა ამისა, "გალათასარაი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უესლი სნეიდერითა და დიდიე დროგბათი გაძლიერდნენ, სწორედ ამიტომ, ფავორიტად ამ წყვილში მაინც თურქული კლუბი უნდა ჩავთვალოთ. თუმცა, თერიმს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დააყენოს თუ არა ორივე ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ დროგბას ახალ კლუბში დებიუტი გასულ უიკენდზე ჰქონდა, სადაც 30 წუთი ითამაშა და თავის გამოჩენა გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით მოახერხა.

მასპინძლებს ვერ დაეხმარება უიფალუში, თუმცა სტუმრებს უფრო მეტი დანაკლისი აქვთ. აფელაი ჯერ კიდევ არ გამონჯამრთელებულა, რაფაელმა ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე გათამაშებაში ზაგრების "დინამოს" მაისურით უკვე იასპარეზა. გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, ტრავმირებულნი არიან უჩიდა, პაპადოპულოსი, მარიკა, მორიცი და უნერშტალი. თუმცა "შალკეს" ბანაკში ერთი სასიხარულო ინფორმაციაა - დღევანდელ შეხვედრაში თამაშს შეძლებს კლას-იან ჰუნტელაარი.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტატისტიკის მიხედვით უპირატესობას მასპინძლები არ ფლობენ. "გალათასარაი" სულ ბუნდესლიგის გუნდებს 11-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან მხოლოდ ორ მატჩში მოახერხა "გალამ" გამარჯვების მოპოვება, რაც შეეხება "შალკეს", გელზერკირხენელებს ბოლო წლებში ევროთასებზე გამართულ ბოლო ცხრა გასვლით შეხვედრაში გამარჯვება არ უზეიმიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"გალათასარაი": მუსლერა, ებუე, კაია, ნუნკეუ, რიერა, ალტინტოპი, ინანი, ფელიპე მელო, სნეიდერი, ბულუტი, ილმაზი

"შალკე": ჰილედბრანდი, ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტედტერი, ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი, ჰუნტელაარი
Views: 757



Shadow


content top