Main »
2013 » February » 23 » კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია
კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია
მადრიდის "რეალის” შემტევი, კრისტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია, ამიტომ ის არ ღიზიანდება იმით, როცა მასზე, როგორც ფეხბურთელზე ცუდად საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს” ესპანეთის ჩემპიონატის მოგების ძალიან მცირე შანსი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის მეორე მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედთან” "ოლდ ტრაფორდზე” მოუწევს დაპირისპირება.
"მადრიდის "რეალი” მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია, ამიტომ ხალხი ჩვენგან ყოველთვის კარგ თამაშს ელის. ვფიქრობ, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ პროგრესი განვიცადოთ. კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია: ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ხშირად, მოედნის გარეთ მყოფ პიროვნებას მაკრიტიკებენ. როგორც ფეხბურთელს, თუ გამაკრიტიკებენ, ეს არ მეწყინება”, – აცხადებს პორტუგალიელი.