infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » შალკე გალათასარაის უჩივის

შალკე გალათასარაის უჩივის

დროგბა"შალკეს” ხელმძღვანელობამ უეფაში საჩივარი შეიტანა და უკვე ფეხბურთის მმართველი ორგანოდან დასტურიც მიიღო, რომ ეს საკითხი საგანგებოდ განიხილება. 

გერმანელები ევროპის ლიგის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, "გალათასარაის” რიგებში დიდიე დროგბას თამაშს აპროტესტებენ.
 "ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის 18.18 პუნქტის თანახმად, მერვედფინალური ეტაპის წინ კლუბს განაცხადში მაქსიმუმ სამი ახალი ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. წლეულსაც ასე უნდა ყოფილიყო, ოღონდ ყველა სატრანსფერო ფორმალობა 1 თებერვლამდე უნდა მოეგვარებინათ. "გალათასარაიმ” კი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიდიე დროგბას განაცხადში შეყვანის შესახებ ინფორმაცია 12 თებერვალს გაავრცელა” – იუწყება "შალკეს” პრეს-სამსახური.
 უეფა გერმანულ საჩივარს 27 თებერვალს განიხილავს.
Views: 631



Shadow


content top