გერმანიის ბუნდესლიგის 23–ე ტური „მშრალი" მატჩით დაიწყო – „ფრაიბურგმა" ფრანკფურტის „აინტრახტს" უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა. გუნდების სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, „ფრაიბურგი" და „აინტრახტი", შესაბამისად, მე–5 და მე–4 ადგილებზე არიან.
მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ფრაიბურგელები უფრო ახერხებდნენ.
მცდელობების მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და საბოლოოდ, 0:0–ით დაკმაყოფილდნენ.
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი". 23400
ფრაიბურგი – აინტრახტი 0:0 (23400)
ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე (კრმაში 54), სორგი, გუედე (ფლიუმი 61), გინტერი, როზენტალი (ტერაცინო 86), მაკიადი, შუსტერი, კალიჯური, კრუზე, შმიდი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
აინტრახტი: ტრაპი, იუნგი, სამბრანო, ჩელოცი, ოჩიპკა, ანდერსონი, აიგნერი (ლანიგი 88), შვეგლერი, მატმური (ოკსეანი 46), როდე, მაიერი.
მწვრთნელი: არმინ ფე
გაფრთხილებები: კალიჯური (44) – მატმური (45), იუნგი (60), შვეგლერი (87)
კარში დარტყმა: 7 (5) – 5 (1) ჯარიმა: 13 - 10 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 1 – 5
23 თებერვალი: ბაიერნი – ვერდერი, შტუტგარტი – ნიურნბერგი, ჰანოვერი – ჰამბურგი, მაინცი – ვოლფსბურგი, აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი, შალკე – ფორტუნა.
24 თებერვალი: გლადბახი – დორტმუნდი, ფიურტი – ლევერკუზენი
ბომბარდირები: კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12, მიულერი (ბაიერნი) – 11.