Main »
- Archive
იტალიის სერია A-ს 26-ე ტური "ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც "ინტერმა” თანაქალაქელი "მილანი” მიიღო. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, მით უფრო მისი პირველი ნახევარი. ანგარიში ნომინალურმა სტუმრებმა გახსნეს. გოლით 21-ე წუთზე სტეფან ელ შაარავი გამოირჩა, რომელმაც კევინ-პრინს ბოატენგის პასი დააფასა. მატჩის პირველი ტაიმი "როსონერის” ერთბურთიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარში "ინტერის” ფეხბურთელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რაც შეცვლაზე შემოსულმა ესეკიელ სკელოტომ 71-ე წუთზე მოახერხა. 23-წლის ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგიდან იუტო ნაგატომოს ჩამოწოდების შემდეგ თავით ითამაშა, სადებიუტო გოლი გაიტანა და სტატუს-კვოც აღადგინა. შეგახსენებთ, რომ სკელოტო "ნერიაძურის” აწ უკვე დასრულებულ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელი მანამდე "ატალანტას” ღირსებას იცავდა. მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა მსაჯმა პაოლო მაცელონიმ კამათისთვის "მილანის”
...
Read more »
ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა კვლავ დაკარგა გულშემატკივართა პატივისცემა, თუმცა მის გვერდით არიან თავისი თანაგუნდელები, რომელთა შორის პეტრ ჩეხიცაა "მე მესმის გულშემატკივრების, რადგან ტორესმა 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო ის, რომ მარტო ტორესის გაკრიტიკება არ არ არის საჭირო. ის გოლების გატანას ვერ შეძლებს მარტო, თუ მას სათანადო პასები არ გაუკეთეს "ჩელსის" ფეხბურთელებმა. მიუხედავად ყველაფრისა, ტორესი ყოველივე მატჩში ცდილობს გამოიყენოს გოლის გატანის შანსი, რომელიც ჯერ–ჯერობით არ გამოდის, მაგრამ თუ ყველა მას გვერდში დაუდგება, ის გუნდში თავს კომფორტულად იგრძნობს, ამის შემდგომ კი მას ყველაფერი კარგად გამოუვა " – აცხადებს ჩეხი "ჩვენ მანჩესტერ "სიტისთან" მატჩში თავს არ დავზოგავთ, რომ "ეტიჰად სთედიუმზე" გამარჯვება მოვიპოვოთ და შინ 3 ქულით დავბრუნდეთ. "ჩელსი" გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და არ ააქვს მნიშვნელობა გოლის ავტორი ვინ იქნებ
...
Read more »
ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ საკუთარი გუნდის ფრანგ ნახევარმცველს მუსა სისოკოს აქებს. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მუსა სისოკო თამაშის სტილით ძალიან ჰგავს ლონდონის ჩელსის ნახევარმცველს ფრენკ ლამპარდს. შეგახსენებთ, რომ მუსა სისოკო ნიუკასლს ზამთარში შეუერთდა. "მუსა სისოკო ძალიან კარგი ნახევარმცველია, ის ჩამოყალიბდება ბრწყინვალე ათიანად. მას ასევე თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში.", - აცხადებს ალან პარდიუ. "ჩვენ ძლაიან გავძლიერდით მუსა სისოკოს ყოდვით, ის მართლაც ნიჭიერი ნახევარმცველია და უდიდესი სამომავლო პერსპექტივებიც აქვს.", - დაასრულა ალან პარდიუმ.
ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რის თანახმადაც მანჩესტერ სიტის ადმინისტრაცია მზადაა, რომ ნაპოლის ურუგვაელი ფორვარდის, ედისონ კავანის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს. თავიდან რობერტო მანჩინი მადრიდის ატლეტიკოს კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს შეძენას ცდილობდა, თუმცა კოლუმბიელი გოლიადორი უფრო და უფრო უახლოვდება მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსის. როგორც მოგეხსენებათ რობერტო მანჩინი კავანითი ზაფხულშიც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა, ნეაპოლიკანური კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთელის გაშვება არ სურდათ. ახლა კი დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტის ედინ ჯეკო დატოვებს, ხოლო მის შემცვლელად კი ინგლისში ედისონ კავანის მოიაზრებენ.
"ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი ოთხშაბათს ნიუ–იოკრში ჩაფრინდება, სადაც ტიტო ვილანოვას შეხვდება, რომელიც მკურნალობას აგრძელებს. როსელის ვიზიტის მთავარი მიზანია გაიგოს, შეძლებს თუ არა მწვრთნელი ადრეულად ჩამოსვლას ბარსელონაში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში გუნდის მოედანზე გაყვანას, რომელიც 12 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "სან სიროზე" კატალონიელები 2:0 დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩი 12 მარტს, "ნოუ კამპზე" გაიმართება.
მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კომენტარი გააკეთა პრემიერლიგის 27–ე ტურის შეხვედრის "ქპრსა" და მანჩესტერ "იუნაიტედის" მატჩის შემდგომ. "ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. როგორც ყველა ფიქრობდა ყველაფერი ისე მოხდა. "ქპრმ" ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ჩვენ გუნდს. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა მეტოქის კარში გოლის გატანა, მაგრამ მეორე ტაიმში სერ ალექსმა გუნდში ცვლილებები მოახდინა და როგორც იქნა შევძელით გოლის გატანა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა "ქპრ" სთვის" – ამბობს კერიკი "მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და შეგვეძლო დიდი ანგარიშით მოგება, მაგრამ ამისდა მიუხედავად ყველა მატჩის შედეგით კმაყოფილია, რადგან ჩვენ 0–2 გავიმარჯვეთ და უკვე ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ჩემპიონობა რომელიმე გუნდმა წაგვართვას" – ციტირებს კერიკი MUTV ზე.
|