infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ინტერი- მილანი 1:1

ინტერი- მილანი 1:1

იტალიის სერია A-ს 26-ე ტური "ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც "ინტერმა” თანაქალაქელი "მილანი” მიიღო. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, მით უფრო მისი პირველი ნახევარი. ანგარიში ნომინალურმა სტუმრებმა გახსნეს. გოლით 21-ე წუთზე სტეფან ელ შაარავი გამოირჩა, რომელმაც კევინ-პრინს ბოატენგის პასი დააფასა. მატჩის პირველი ტაიმი "როსონერის” ერთბურთიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარში "ინტერის” ფეხბურთელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რაც შეცვლაზე შემოსულმა ესეკიელ სკელოტომ 71-ე წუთზე მოახერხა. 23-წლის ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგიდან იუტო ნაგატომოს ჩამოწოდების შემდეგ თავით ითამაშა, სადებიუტო გოლი გაიტანა და სტატუს-კვოც აღადგინა. შეგახსენებთ, რომ სკელოტო "ნერიაძურის” აწ უკვე დასრულებულ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელი მანამდე "ატალანტას” ღირსებას იცავდა. მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა მსაჯმა პაოლო მაცელონიმ კამათისთვის "მილანის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მაურო ტასოტი გააძევა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ცნობისთვის, მილანურ გუნდებს ერთმანეთში გამართული მატჩი საყაიმოდ უკანასკნელად 2004 წელს ჰქონდათ ნათამაშები.

"მილანის” აქტივში 45 ქულა და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილია, "ინტერს” კი მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული, 44 ქულით.

"ინტერი”-”მილანი” 1:1

"ინტერი”: ჰანდანოვიჩი, ნაგატომო (კივუ 77′), რანოკია, ჟუანი, ძანეტი, გარგანო, კამბიასო (სკელოტო 69′), ალვარესი (კუზმანოვიჩი 74′), გუარინი, პალასიო, კასანო.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩიონი.

"მილანი”: აბიატი, აბატე, მექსესი, ზაპატა, დე შილიო, მუნტარი (ამბროზინი 90′), მონტოლივო, ნოჩერინო, ბოატენგი (ნიანგი 81′), ელ შაარავი (კრკიჩი 87′), ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: სკელოტო 71′ – ელ შაარავი 21′.
გაფრთხლებები: რანოკია 34′, ჟუანი 43′ – მექსესი 12′, მუნტარი 31′, მონტოლივო 49′, ზაპატა 89′.
მთავარი მსაჯი: პაოლო მაცოლენი.


Views: 447



Shadow


content top