infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ტორესმა გულშემატკივრები დაკარგა

ტორესმა გულშემატკივრები დაკარგა

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა კვლავ დაკარგა გულშემატკივართა პატივისცემა, თუმცა მის გვერდით არიან თავისი თანაგუნდელები, რომელთა შორის პეტრ ჩეხიცაა

"მე მესმის გულშემატკივრების, რადგან ტორესმა 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო ის, რომ მარტო ტორესის გაკრიტიკება არ არ არის საჭირო. ის გოლების გატანას ვერ შეძლებს მარტო, თუ მას სათანადო პასები არ გაუკეთეს "ჩელსის" ფეხბურთელებმა. მიუხედავად ყველაფრისა, ტორესი ყოველივე მატჩში ცდილობს გამოიყენოს გოლის გატანის შანსი, რომელიც ჯერ–ჯერობით არ გამოდის, მაგრამ თუ ყველა მას გვერდში დაუდგება, ის გუნდში თავს კომფორტულად იგრძნობს, ამის შემდგომ კი მას ყველაფერი კარგად გამოუვა " – აცხადებს ჩეხი

"ჩვენ მანჩესტერ "სიტისთან" მატჩში თავს არ დავზოგავთ, რომ "ეტიჰად სთედიუმზე" გამარჯვება მოვიპოვოთ და შინ 3 ქულით დავბრუნდეთ. "ჩელსი" გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და არ ააქვს მნიშვნელობა გოლის ავტორი ვინ იქნება. მთავარია გუნდმა გამარჯვება მოიპოვოს და თავისთავად ამ გამარჯვებაში ყველას თავისი წვლილი ექნება შეტანილი. გუნდში ახლგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ჩვენზე. "ეტიჰად სთედიუმზე" ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიბრძოლებთ მე–2 ადგილისთვის, მაგრამ პირველი ადგილი არ არის დასავიწყი, რადგან ფერგიუსონის გუნდს შეიძლება ჩავარდნები დაეწყოს" – განაცხადა ჩეხიმ
Views: 636



Shadow


content top