Main »
- Archive
დევიდ ბექემმა განაცხადა, სულაც არ მანაღვლებს ის ფაქტი, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაში არ მიწევსო. 37 წლის ინგლისელი პსჟ-"ნანსის" შეხვედრაში (2:1) მხოლოდ ბოლო 16 წუთი ათამაშეს და არც წინა მატჩებში ყოფილა სასტარტოში ყოფნით გაფუფუნებული. "გუნდი მხოლოდ 11 ფეხბურთელისგან არ შედგება. მატჩის ბედის გადაწყვეტა ბოლო წუთებზეც შესაძლებელია, ასე რომ, ჩემთვის სულერთია., თავიდანვე ვითამაშებ თუ არა. "ნანსისთან" მძიმე მატჩი გამოდგა, რადგან "ვალენსიასთან" ჭიდილის შემდეგ, დაღლილობა ჩანდა. რთული იყო, მაგრამ მოვიგეთ", - თქვა ბექემმა.
"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ჟორდი როურა აცხადებს, რომ მან იცის, როგორ ითამაშებს "მილანი” "ბლაგაურნას” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც "სან სიროზე” გაიმართა, "როსონერის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. "ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ "მილანის” წინააღმდეგ, ასევე, როგორ სურს მეტოქეს ჩვენს წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, სამშაბათს, ალექსის სანჩესი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩავიმ გუშინ ივარჯიშა, მის მდგომარეობას შევაფასებთ და გაირკვევა, იქნება თუ არა მოედანზე "როსონერის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში. გუნდში მაღალი კონკურენციაა, ამიტომ ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და ვინ – არა”, – უთხრა როურამ ჟურნალისტებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის აზრით, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი მისი გუნდისთვის გაცილებით უკეთესი შედეგით დასრულდებოდა, "რეალის” კარში იკერ კასილიასი რომ მდგარიყო. "მადრიდელები მეოთხედფინალში დიეგო ლოპესის ბრწყინვალე თამაშმა გაიყვანა. უელბეკისა და ვან პერსის ისეთი დარტყმები მოიგერია, დარწმუნებული ვარ, მის ადგილზე კასილიასი რომ ყოფილიყო, "რეალი” მერვედფინალში ჩარჩებოდა”, – განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
"მიხეილ მესხზე” შეკრებილმა 7 ათასამდე რაგბის მოყვარულმა, გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს ოვაცია რამდენჯერმე მოუწყო. "აბუ” მთელ თამაშს გასდევდა ფონად, მაგრამ გამორჩეული სამი ეპიზოდი იყო. პირველად სიმბოლურად, მე-9 წუთზე აგუგუნდა სტადიონი, მეორედ, როდესაც ახალგაზრდა ვაჟა ხუციშვილმა შეცვალა, ხოლო მესამედ - მატჩის დასრულებისას, როცა ბიჭებმა აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ხელში აიტაცეს და საპატიო წრეზე ასე ატარეს. თანაგუნდელებმა აბუსერიძეს კარგი თამაშით სცეს პატივი და დიდი ანგარიშით გამარჯვებით პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. "ბორჯღალოსნებს” არ უჩვენებიათ საუკეთესო თამაში, მაგრამ პერიოდულად ყველაფერი კარგად გამოდიოდა და ლამაზი შეტევები ლელოებით სრულდებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვლავაც პრობლემაა დერეფანში ბურთის მოგება. მილტონ ჰეიგმა მატჩამდე თქვა, რევაზ ბელქანიაზე არჩევანი იმის გამო შევაჩერე, რომ ბურთ
...
Read more »
ახლა ლიონელის ანგარიშზე გოლების ყველაზე გრძელი სერიაა, რომლებიც მან ნაციონალურ ჩემპიონატში შეაგდო. "ბარსელონას” ოფიციალური საიტი სიხარულით წერს, რომ "დეპორტივოსთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შესულმა და გოლის გამტანმა მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 მატჩში შეძლო ბურთის გატანა, რაც მსოფლიო რეკორდად ითვლება. აქამდე ეს რეკორდი პოლონური "რუხის” ფორვარდს თეოდორ პეტერეკუს ეკუთვნოდა, რომელმაც 1937/1938 წლების სეზონში ზედიზედ 16 შეხვედრაში შეაგდო. ამ მომენტისათვის პრიმერაში მესის საშუალო შედეგიანობა მატჩში 1,58 გოლს შეადგენს.
მადრიდულმა კლუბმა "ტოტენჰემის” უელსელი ლიდერის ყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. "თეთრებს”, რომლებსაც შესანიშნავი ფინანსური ბალანსი აქვთ (პლიუს ამას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდული სისწრაფითა და მაჩვენებლით გაყიდული მაისურებიდან შემოსული თანხა), საერთოდ არ აშინებთ ის ფაქტი, რომ "ტოტენჰემი” გარეტ ბეილის ტრანსფერში 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. "რეალი” მზადაა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, ხოლო ვინგერს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. მადრიდში ესმით, მიუხედავად იმისა, რომ "დეზები” საკუთარი გუნდის ლიდერს "გემრიელ” წინადადებას უმზადებენ, ძნელი იქნება ამ შეთავაზებაზე უარის თქმა. დანიელ ლევის "სარფიანი” გარიგებების გაჩარხვა უყვარს, რა თქმა უნ
...
Read more »
|