infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 10 » ბარსელონა გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბარსელონა გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბარსელონა, მილანი"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ჟორდი როურა აცხადებს, რომ მან იცის, როგორ ითამაშებს "მილანი” "ბლაგაურნას” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი  შეხვედრა, რომელიც "სან სიროზე” გაიმართა, "როსონერის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

"ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ "მილანის” წინააღმდეგ, ასევე, როგორ სურს მეტოქეს ჩვენს წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, სამშაბათს, ალექსის სანჩესი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩავიმ გუშინ ივარჯიშა, მის მდგომარეობას შევაფასებთ და გაირკვევა, იქნება თუ არა მოედანზე "როსონერის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში. გუნდში მაღალი კონკურენციაა, ამიტომ ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და ვინ – არა”, – უთხრა როურამ ჟურნალისტებს.
Views: 682



Shadow


content top