infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 10 » რეალი ბეილის ყიდვას ცდილობს

რეალი ბეილის ყიდვას ცდილობს

ბეილი
მადრიდულმა კლუბმა "ტოტენჰემის” უელსელი ლიდერის ყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

"თეთრებს”, რომლებსაც შესანიშნავი ფინანსური ბალანსი აქვთ (პლიუს ამას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდული სისწრაფითა და მაჩვენებლით გაყიდული მაისურებიდან შემოსული თანხა), საერთოდ არ აშინებთ ის ფაქტი, რომ "ტოტენჰემი” გარეტ ბეილის ტრანსფერში 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

"რეალი” მზადაა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს, ხოლო ვინგერს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

მადრიდში ესმით, მიუხედავად იმისა, რომ "დეზები” საკუთარი გუნდის ლიდერს "გემრიელ” წინადადებას უმზადებენ, ძნელი იქნება ამ შეთავაზებაზე უარის თქმა. დანიელ ლევის "სარფიანი” გარიგებების გაჩარხვა უყვარს, რა თქმა უნდა, დიდი თანხის სანაცვლოდ.

თავად ბეილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მომავალი "ტოტენჰემში” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა არმოხვედრაზე იქნება დამოკიდებული, სადაც კლუბი, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, ჯერჯერობით პრობლემების გარეშე გააღწევს. გარდა ამისა, ახლა პრესაში გავრცელდა კიდევ ერთი ჭორი იმის შესახებ, რომ ანდრე ვილაშ-ბოაში "სამეფო კლუბს” ჩაიბარებს და "დეზების” ვარსკვლავურ ლიდერსაც გაიყოლებს.
Views: 378



Shadow


content top