infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » მოდრიჩი ინგლისში დაბრუნდება

მოდრიჩი ინგლისში დაბრუნდება

ესპანური "მარკას” ინფორმაციით, მადრიდის "რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროში მოხვდა. 27 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში” "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ამ დრომდე ვერ დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. თავად მოდრიჩმა მცირე სათამაშო დროის გამო რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოხატა და არც ნავთსაყუდელის გამოცვლა გამორიცხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ხორვატი ნახევარმცველის "ნისლიან ალბიონზე” დაბრუნებაზე ფიქრობს. ასე რომ, შესაძლოა, დამდეგ ზაფხულს მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყოს.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მიითვალა.
Views: 512



Shadow


content top