Main »
- Archive
"რომას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ერიკ ლამელა ლიონელ მესის აქებს და აცხადებს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. მოგეხსენებათ, 20 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არგენტინელი გახლავთ, რომელმაც კარიერის გაგრძელება ევროპაში გადაწყვიტა. "ცხადია, მესის თამაში მომწონს. ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთიც დაიმსახურა. როგორც პიროვნება, მოედანზეც და მოდნის გარეთაც ძალიან მოკრძალებულია”, – უთხრა ლამელამ Goal.com-ს. ახალგაზრდა არგენტინელმა, მიმდინარე სეზონში, ჩატარებულ 19 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა და იმედი აქვს, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ. "იმედი მაქვს, ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ. ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა ვითამაშო…”
”ტოტენჰემის” ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით გამარჯვება მოუტანა გუნდს ”ლიონის” წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე. უელსელმა გარემარბმა ”ნიუკასლსთანაც” მოახერხა ჯარიმის გატანა. მისი განცხადებით, ის ჯარიმების შესრულებას სავარჯიშო მოედანზე ხვეწავს. ბეილის გოლების შუაში სამუელ უმტიტიმ გაისროლა, რომელმაც შანსი არ დაუტოვა ბრედ ფრიდელს. მოგების მიუხედავად, იგრძნობოდა, რომ ლონდონლები 100 %- ით არ იხარჯებოდნენ. ”გახარებული ვარ. ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობდი და ასეთის გატანა წინა კვირასაც შევძელი. ორივე გოლი კარგ დროს გავიდა. ”ლიონი” კარგი გუნდია, ჩვენ კი ცოტათი გადაღლილები და გულახდილად, რომ ვთქვათ 100 %-ით მზად არ ვიყავით.” ”თუმცაღა, უმნიშვნელოვანესი რამ გამარჯვებაა. რთული იქნება აქ შორს წასვლა, მაგრამ ამ ტურნირს ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით.”
...
Read more »
თურქეთიდან გამომგზავრებამდე, რუსთავის "მეტალურგმა” ბოლო საკონტროლო თამაში რუსეთის პირველი დივიზიონის ნოვოკუზნეცკის "მეტალურგთან” ჩაატარა და 1:0 დაამარცხა. საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ნოვოკუზნეცკელთა წინააღმდეგ, გიორგი ყიფიანის გუნდმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ალავიძე (ბათიაშვილი, 46), საჯაია (ჯაფარიძე, 46), მახვილაძე (გავაშელიშვილი, 68), ინწკირველი (ცნობილაძე, 75), სუხიაშვილი, რაზმაძე, ქავთარაძე (განუგრავა, 68), გეწაძე (ოთარაშვილი, 82), ხაბელაშვილი (ფიფია, 57), სიხარულიძე, ახალკაცი (ლობჟანიძე, 72) "მეტალურგი” საქართველოში 15 თებერვლას დაბრუნდება.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში სერენა უილიამსმა აგნეშკა რადვანსკას დას, ურსულას 6:0, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე მეშვიდე ნომრად განთესილ ჩეხ პეტრა კვიტოვას (სერენა მეორე ნომრადაა განთესილი) შეხვდება. "ყოველი ჩვენი მატჩის შემდეგ ვამჩნევ, რომ ურსულა თამაშს უმატებს. შეცდომაში ნუ შეგვიყვანს საბოლოო ანგარიში. რადვანსკა საკმაოდ აქტიურად თამაშობდა. მოხარული ვარ, მეტოქესთან ერთა ძლიერი ქარის წინააღმდეგობაც რომ დავძლიე”, - განაცხადა უმცროსმა უილიამსმა მატჩის დასრულების შემდეგ.
ესპანური "სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო ორი ინგლისური კლუბის – "ლივერპულისა” და "არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. Estadio Deportes-ის ცნობით, ინგლისელები ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან. სადღეისოდ, კლუბები თავიანთ წინადადებებს ამზადებენ. "ივნისში, არაერთი ვარიანტი გვექნება. ვფიქრობ, საუბარი ინგლისზეც იქნება, იტალიაზეც და გერმანიაზეც. არაა გამორიცხული, ფასიო ესპანეთში დარჩეს”, - განაცხადა არგენტინელი მცველის აგენტმა არიელ კაიპერშმიდმა. აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში, ფასიოს შეძენა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს” სურდა, მაგრამ რუსებმა არგენტინელთან პირადი კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმეს და ტრანსფერი ჩაიშალა.
ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ”, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდის, სტუმრად შვეიცარიის "ბაზელთან” 0:2 დამარცხდა. კანკავა თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 18-კაციან განაცხადში მყოფ კობახიძეს მოედანზე შეცვლა არ მოუწია. "დნიპრომ” პირველი გოლი 23-ე წუთზე ვალენტინ შტოკერის დარტყმის შემდეგ გაუშვა, ხოლო მეორედ დნეპროპეტროვსკელთა კარი 68-ე წუთზე მარკო შტრელერმა აიღო. ყაზანის "რუბინმა”, რომელშიც სოლომონ კვირკველია ირიცხება, სტუმრად ევროპის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა. ქართველი ცენტრალური მცველი გუნდის განაცხადში არ ყოფილა. ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩები 21 თებერვალს გაიმართება
|