infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ბეილი: ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობდი

ბეილი: ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობდი

ბეილი”ტოტენჰემის” ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით გამარჯვება მოუტანა გუნდს ”ლიონის” წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე. უელსელმა გარემარბმა ”ნიუკასლსთანაც” მოახერხა ჯარიმის გატანა. მისი განცხადებით, ის ჯარიმების შესრულებას სავარჯიშო მოედანზე ხვეწავს.

ბეილის გოლების შუაში სამუელ უმტიტიმ გაისროლა, რომელმაც შანსი არ დაუტოვა ბრედ ფრიდელს. მოგების მიუხედავად, იგრძნობოდა, რომ ლონდონლები 100 %- ით არ იხარჯებოდნენ.

”გახარებული ვარ. ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობდი და ასეთის გატანა წინა კვირასაც შევძელი. ორივე გოლი კარგ დროს გავიდა. ”ლიონი” კარგი გუნდია, ჩვენ კი ცოტათი გადაღლილები და გულახდილად, რომ ვთქვათ 100 %-ით მზად არ ვიყავით.”

”თუმცაღა, უმნიშვნელოვანესი რამ გამარჯვებაა. რთული იქნება აქ შორს წასვლა, მაგრამ ამ ტურნირს ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით.”

”დეზები”  საფრანგეთში განმეორებით მატჩზე 1 ბურთიანი უპირატესობით ჩავლენ, მაგრამ უმტიტის მიერ სტუმრად გატანილმა გოლმა წყვილში შანსები თანაბრად დატოვა.
Views: 601



Shadow


content top