Main »
2013 » February » 15 » ფასიოსთვის “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან
ფასიოსთვის “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან
ესპანური "სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო ორი ინგლისური კლუბის – "ლივერპულისა” და "არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. Estadio Deportes-ის ცნობით, ინგლისელები ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან. სადღეისოდ, კლუბები თავიანთ წინადადებებს ამზადებენ.
"ივნისში, არაერთი ვარიანტი გვექნება. ვფიქრობ, საუბარი ინგლისზეც იქნება, იტალიაზეც და გერმანიაზეც. არაა გამორიცხული, ფასიო ესპანეთში დარჩეს”, - განაცხადა არგენტინელი მცველის აგენტმა არიელ კაიპერშმიდმა.
აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში, ფასიოს შეძენა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს” სურდა, მაგრამ რუსებმა არგენტინელთან პირადი კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმეს და ტრანსფერი ჩაიშალა.