infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ლამელა: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ლამელა: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ლამელა"რომას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ერიკ ლამელა ლიონელ მესის აქებს და აცხადებს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

მოგეხსენებათ, 20 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არგენტინელი გახლავთ, რომელმაც კარიერის გაგრძელება ევროპაში გადაწყვიტა.

"ცხადია, მესის თამაში მომწონს. ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთიც დაიმსახურა. როგორც პიროვნება, მოედანზეც და მოდნის გარეთაც ძალიან მოკრძალებულია”, – უთხრა ლამელამ Goal.com-ს.

ახალგაზრდა არგენტინელმა, მიმდინარე სეზონში, ჩატარებულ 19 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა და იმედი აქვს, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ.

"იმედი მაქვს, ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ. ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა ვითამაშო…”
Views: 665



Shadow


content top