infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » ალეგრი:”ბალოტელის შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს”

ალეგრი:”ბალოტელის შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს”

ალერგი,ბალოტელი22 წლის თავდამსხმელი როსონერიში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას,მანჩესტერ სიტიდან გადავიდა.

ბალოტელის მილანის შემადგენლობაში გამართულ ორ შეხვედრაში,სამი გოლი აქვს გატანილი.გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით,მისი მოსვლით კლუბში ბევრი რამ შეიცვალა.მასიმილიანო ალეგრის სჯერა,მარიოს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე.

"მარიო მოედანზე ბევრ რამეს აკეთებს,რაც ძალიან მახარებს.მაგრამ თუ ბალოტელი ფეხბურთს მიუძღვნის საკუთარ თავს,მას ნამდვილად შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე სპორტის ამ სახეობაში.იმედია,იგი გაითვალისწინებს ჩემს რჩევას.

რაც შეეხება ჩემს მომავალს,არასოდეს შემპარვია ეჭვი,რომ მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები.კლუბის პრეზიდენტთან და გალიანისთან მაქვს შეთანხმება.გუნდში ცვლილებები მცირე დროში განხორციელდა,ამიტომ უნდა განვაგრძოთ ამ პროექტის განხორციელება.”-განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ
Views: 537



Shadow


content top