infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ინტერპოლმა მილანის აეროპორტში ჩაწყობილი თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა

ინტერპოლმა მილანის აეროპორტში ჩაწყობილი თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა

21 თებერვალს მილანის აეროპორტში დააკავეს პიროვნება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპოლის მიერ აგორებულ დიდ საფეხბურთო სკანდალთან და მატჩების ჩაწყობასთან.

აეროპორტ "მალპიენსაში" დააკავეს სლოვენიის მოქალაქე, ვინმე ადმირ სულიჩი. ინტერპოლი მიიჩნევს, რომ სინგაპურიდან ჩამოსული სულიჩი სინგაპურის საფეხბურთო კარტელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. 

ევროპოლის დოკუმენტაციის თანახმად, მატჩების ჩაწყობები გლობალურად სწორედ სინგაპურიდან იმართება და მას სათავეში დან ტანი უდგას. 

ინტერპოლი მიიჩნევს, რომ სულიჩი უშუალოდ იყო დან ტანთან დაკავშირებული და მისგან ბრძანებებს იღებდა და ასრულებდა. 

ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ოფიციალური წყარო არ ადასტურებს, სინგაპურიდან მილანში ჩაფრენილ თვითმფრინავში თვით დან ტანი იმყოფებოდა. 

ევროპოლის მონაცემებით, სინგაპურიდან მანიპულაციები 15 ქვეყანაში ხდება. ამ საქმეზე უკვე 50 კაცია დაპატიმრებული. 

ადმირ სულიჩი 31 წლისაა, ის ყოფილი ფეხბურთელია.
Views: 608



Shadow


content top