Main »
- Archive
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს საფხებურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე მსჯელობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ფეხბურთში ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩაატარონ. "ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას, იქნება ეს ფინანსების კუთხით და სამომავლოდ
...
Read more »
ლივერპულის ვეტერანს ჯეიმი კარაგერს დიდი იმედი აქვს, რომ ლუის სუარესი ენფილდზე გააგრძელებს კარიერას. ამჟამად ურუგვაელი თავდამსხმელი 22 გოლით ინგლისის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და სერიოზული პრეტენზიაც აქვს, რომ პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელოს. "ის სასაცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ლუისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ დარჩენაში დავარწმუნოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მგონია, რომ აქ თამაში მოსწონს და გულშემატკივრებიც აფასებენ” , -ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports. "ჩემთვის მოულოდნელობა იქნ
...
Read more »
მიუნჰენის ბაიერნის გამოცდილმა თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა, თავისი მოსაზრება გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ლიდერს ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონა” შეხვდება, რომელსაც ადრე პეპ გუარდიოლა წვრთნიდა. ალბათ იცით, რომ მომავალ სეზონში მიუნჰენურ კლუბს სწორედ პეპი ჩაიბარებს. "დავურეკავ თუ არა გუარდიოლას? კეთილი ინებეთ და ჩემი სამუშაო დააფასეთ. მე არასდროს მისაუბრია რომელიმე მწვრთნელთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვითამაშო ამა თუ იმ გუნდთან. ეს არ მჭირდება.” – განაცხადა იუპმა AS-თან ინტერვიუში. "ამ დილით ცოლს ვუთხარი, რომ 100%-ით ბარსელონას შევხვდებო
...
Read more »
სილვიო ბერლუსკონის შვილმა ბარბარამ, რომელიც ამავდროულად "მილანის” ხელმძღვანელობის წევრიცაა, განაცხადა, რომ მამაისი კლუბისგან თავის დაღწევას არ გეგმავს. "მამამ ყველას დაგვანახა, რომ "მილანი” მის გულშია. ჩვენი ოჯახი არასდროს გაყიდის ამ კლუბს. შეიძლება ახალი პარტნიორები და სპონსორები მოვიყვანოთ, მაგრამ გაყიდვა სულ სხვა რამაა. ასეთი რამ არასდროს მოხდება. ჩვენი მთავარი მიზანი მაღალ დონეზე დარჩენაა, მაგრამ ამასთანავე ფინანსური სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ფინანსური "ფეირ ფლეის” მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ”, -განაცხადა ბარბარა ბერლუსონი.
ესპანურ პრესაში უკვე ხშირად საუბრობენ, რომ სეუ ჟოზე "რეალიდან” მარტო არ წავა და გუნდის ლიდერებსაც თან წაიყოლებს. მოგეხსენებათ, უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მოურინიო ზაფხულში ლონდონის "ჩელსიში” ბრუნდება. როგორც Mundo Deportivo იუწყება, პორტუგალიელ სპეციალისტს რონალდუს, ალონსოსა და ხედირას გადაყვანა სურს "არისტოკრატებში”. თუ კრიშტიანუსა და ჩაბის კონტრაქტებს გავითვალისწინებთ და არც "ჩელსის” ფინანსური შესაძლებლობები დაგვავიწყდება, დიდი შანსია, მათ მართლაც ამოჰყონ თავი ლონდონში, აი, სამი ხედირას საქმე კი ოდნავ რთულადაა. გერმანელ ლეგიონერს "რეალის” დატოვება არ უნდა, მაგრამ "განსაკუთრებულს” ადამიანის დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის ბოლო 2 ადგილი იმ გუნდებმა შეავსეს, რომლებიც პირველი მატჩების შემდეგ წყვილის ფავორიტებად ითვლებოდნენ. თუ "ბაიერნი” "იუვენტუსს” ტურინშიც იოლად გაუსწორდა, "ბარსამ” გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულა და კატალონიელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გავიდნენ. პსჟ-სთან განმეორებით მატჩს "ბარსა” სერიოზული პრობლემებით შეხვდა. 2 ცენტრალური მცველის ტრავმის გამო, ვილანოვამ ადრიანოს ლაზარეთიდან საგანგებოდ უხმო და ბრაზილიელი უნივერსალის მკურნალობა დაჩქარდა. თუმცა, მთავარი საკადრო პრობლემა ეს არ იყო. კუნთის ტრავმის გამო, სათადარიგოთა სკამზე დარჩა ლიონელ მესი, მაგრამ არგენტინელი თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო და "ბარსა” შემდეგ ეტაპზე გასვლას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. თამა
...
Read more »
|