infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

ბუნდესლიგის გამანადგურებლები: ბაიერნი და დორტმუნდი
bayern, dortmund
გერმანიის ჩემპიონატის ლიდერებმა თავიანთი მოწინააღმდეგეები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს.

"ბაიერნი” – "ნიურნბერგი” 4:0
გოლები: ბოატენგი, 5, გომესი, 17, რაფინია, 24, შაქირი, 56

"ბაიერნი”: შტარკე, კონტენტო, ბოატენგი, ვან ბუიტენი, რაფინია, ჯანი, ტიმოშუკი, რიბერი, პისარო, შაქირი (ჰოიბერგი, 71), გომესი

"ნიურნბერგი”: შეფერი, პინოლა, კლოზე (პლატენჰარდტი, 55), ნილსონი, ბალიჩი, სიმონსი, ეშვეინი, ფრანტცი (ილდიზი, 83), ფოილნერი, კიოოტაკე, პეკხარტი (ჩენდლერი, 46)

გაფრთხილებები: რაფი ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 1152 Added: Sky Date: 14.04.2013 - 02:18

პსჟ ნანის იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად განიხილავს
nani
პარიზულმა კლუბმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიზნების დასახვა, უკვე დაიწყო.

Le Parisien-ის თანახმად, "ბარსელონას” წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, "პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელებმა, გუნდის გაძლიერებაზე დაიწყეს ფიქრი.

არსებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ლუიშ ნანის ტრანსფერითაა დაინტერესებული, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს”, დიდად არ სჭირდება. თუმცა, ეს მოთამაშე, "პსჟ”-ს გაძლიერებაში სერიოზულად დაეხმარებოდა. გარდა ამისა, პორტუგალიელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი, 2014 წლის ზაფხულში ეწურება, ასე რომ, ტრანსფერი ძვირი არ უნდა დაჯდეს.

ფრანგებმ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 1005 Added: Sky Date: 14.04.2013 - 02:14

ჩელსი სტიაუას მცველით ინტერესდება
stiuas mcveli
ვლად კირიკეში ლონდონური კლუბის ინტერესების სფეროში მოექცა.

ამის შესახებ შეატყობინა პრესას ბუქარესტის სტიაუას ფეხბურთელის აგენტმა ვიქტორ ბეკალიმ.

"ჩელსი”, სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, ვლადით ინტერესდება, – აცხადებს ბეკალი. – თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ კირიკეში "სტიაუას” ამ ზაფხულს დატოვებს. მის ამჟამინდელ კლუბს ვლადის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს. ვარიანტების შესწავლას განვაგრძობთ”.

გარდა "ჩელსისა”, კირიკეშის გადაბირებით ასევე ინტერესდებიან მადრიდის "რეალი” და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი”, აღნიშნა 23-წლის ცენტრალური მცველის აგენტმა.
Category: ახალი ამბები Views: 910 Added: Sky Date: 14.04.2013 - 02:12

ილიჩიჩს იტალიაში დარჩენა სურს
ilichich
მიუხედავად ამისა, პალერმოს ნიჭიერი ნახევარმცველის შენარჩუნება გაუჭირდება.

სლოვენიელის გადაბირება პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს სურს, რომელთა სიასაც "ჩელსი” მეთაურობს. გარდა რომან აბრამოვიჩის კლუბისა, იოსიპის მიმართ ინტერესს "ლივერპული” და "ტოტენჰემიც” იჩენენ.

"თამაშის გაგრძელება სერია ა-ში მსურს. ჩემი ბედი ამ ზაფხულს გადაწყდება. ვნახოთ, რას იტყვის "პალერმო”, – განაცხადა ილიჩიჩმა.

იტალიაშიც არ არიან წინააღმდეგნი იოსიპი გადაიბირონ, რომელსაც "როზანერისთან” კონტრაქტი 2016-წლამდე აკავშირებს. იტალიური კლუბებიდან ნახევარმცველის გადაბირებით "რომა”, "ინტერი”, "იუვენტუსი” და "სამპდორია” ინტერ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 929 Added: Sky Date: 14.04.2013 - 02:10

რობინიო შემოთავაზებების მისაღებად მზად არის
robinho
კვლავ გრძელდება ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ სად გააგრძელებს კარიერას როსონერის თავდამსხმელი.

ამ დღეებში იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რობინიომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. თავად ფეხბურთელი, სამშობლოში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

"მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად წავალ. თუმცა, აგრეთვე ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მზად ვარ მოვისმონი სხვადასხვა გუნდების წინადადებები, რომლებსაც თავიანთ შემადგენლობაში, ჩემი ხილვა სურთ.”-აცხადებს რობინიო.

აგრეთვე, თავდამსხმელმა "ფლამენგოს” მიერ დაინტერესებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
Category: ახალი ამბები Views: 784 Added: Sky Date: 13.04.2013 - 01:36

რეალი ერთხელ უკვე დავამარცხეთ
klopi
დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წილისყრას გაუკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ბორუსია და რეალი შეეცილებიან.

"მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეტოქის ვინაობა გავიგეთ. ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშიღა დარჩა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ "რეალი” რთული მოწინააღმდეგეა. მაგრამ სამი შესაძლო ოპონენტისგან მხოლოდ ისინი დავამარცხეთ”, – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Goal.com.

თავისი კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაილ ცორკმაც: "კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. რატომღაც ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევს, მაგრამ ამ სეზონში მათი დამარცხება უკვე შევძელით.ერთი კია, განმეორებითი მატჩის შინ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 616 Added: Sky Date: 13.04.2013 - 01:34

ლამს ბარსელონასთან დაპირისპირება გაუხარდა
lama
მიუნხენის ბაიერნის მცველმა კენჭისყრის შედეგებზე საკუთარი აზრი გამოხატა. 

"ბწწყინვაკე წილისყრა იყო. როგორი მატჩები გველის! ოთხ წელიწადში ზედიზედ მესამედ გავდივართ ნახევარფინალში და იქ "ბარსელონას” დავუპირისპირდებით. 

ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ტოპ-კლასის ორი გუნდის დაპირისპირება საინტერესო იქნება”, -განაცხადა ლამმა.
Category: ახალი ამბები Views: 638 Added: Sky Date: 13.04.2013 - 01:28

« 1 2 3 4 5 ... 88 89 »
content top