infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 12 » “დილამ“ თურქული შეკრება სერბებთან მარცხით დაასრულა

“დილამ“ თურქული შეკრება სერბებთან მარცხით დაასრულა

თურქული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გორის "დილამ” სერბეთის სუპერლიგაში მოასპარეზე (მე-15 ადგილი) კრაგუიევაცის "რადნიჩკი 1923”-თან გამართა. იმის მიუხედავად, რომ ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაინც მეტოქემ იმარჯვა – 1:0.
 სპარინგის ერთადერთი გოლი ლატვიელი კიპერის კასპარს იქსტენსის კარში 58-ე წუთზე გავიდა. სხვათა შორის, ეს გახლდათ ბელეკში შეკრებაზე მყოფი გორელთა პირველი და უკანასკნელი უგოლო მატჩი.
 შეგახსენებთ, რომ მანამდე ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილებმა 4 პაექრობა გამართეს – მოუგეს ჩეხეთის "მლადა ბოლესლავს” (3:2) და ბრაზილიურ "გრემიო ბარუერს” (2:1), ფრედ ეთამაშნენ ავსტრიულ "ვინერ ნოიშტადტს” (1:1) და რუსულ "სალიუტს” (1:1).
 "დილამ” შეკრების დასკვნითი მატჩი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: იქსტენსი (მამალაძე, 60), ალადაშვილი (ლომიძე, 46), თოთაძე, კვახაძე, ჯიშკარიანი, გვალია (აბურჯანია, 60), მაისურაძე (არზიანი, 46), კახელიშვილი (გორელიშვილი, 46), რამოსი (გოცირიძე, 85), ილურიძე (ლობე, 60), მოდებაძე (არაბული, 46).
 ამით თურქული საწვრთნელი შეკრების შეჯიბრებითი ნაწილი დასრულდა. კლუბის მენეჯერის გია ისიანის ცნობით, შიდაქართლელთა დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს გვიან ღამით ჩამოფრინდება.
Views: 637



Shadow


content top