Main »
2013 » February » 12 » თეთრი ბიჭების ,,შავი" შეძახილები
თეთრი ბიჭების ,,შავი" შეძახილები
მილანის „ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი გამოთქვამს მწუხარებას იმ რასისტული შეძახილების გამო, რომლებიც „კიევოსთან" თამაშის დროს „ნეაძურის" გულშემატკივრებისგან ისმოდა „მილანის" ახალწვეულის, მარიო ბალოტელის მიმართ.
„ინტერის" ყოფილი ფორვარდი „მანჩესტერ სიტიდან" „მილანში" იანვრის სატრანსფერო ფენჯრის დახურვამდე, ცოტა ხნით ადრე გადავიდა. „სუპერ მარიოს" დაბრუნება სერია A-ში მართლაც და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით გაწვრთნილ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ორ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო.
მაგრამ ის „ნეაძურის" ფანების სამიზნეც აღმოჩნდა. კვირა საღამოს, როდესაც მათმა გუნდმა „მფრინავ ვირებთან" ანგარიშით 3-1 გაიმარჯვა, „ტიფოზებმა" ბალოტელი რასისტული შეძახილებით „გაამხნევეს".
"ინტერის” პრეზიდენტი მომხდარის გამო შეშფოთებულია და გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება „დერბი დელა მადონინაზე", რომელიც 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
„ინტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას მორატიმ განაცხადა – „მე ეს ყველაფერი მაცნობეს, რადგან ჩემით არ შემეძლო გულშემატკივრების შეძახილების გარჩევა. ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი რამ მილანურ დერბიში აღარ განმეორდება".