"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი იტალიაში დაბრუნდა.
მალელი ფეხბურთელი "ფიორენტინას" ღირსებას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არენდის წესით დაიცავს. გარდა ამისა, არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ ფლორენციელებს ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლებათ.
28 წლის სისოკო მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მეორე შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.