infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » ლამპარდი საბავშვო წიგნებს დაწერს

ლამპარდი საბავშვო წიგნებს დაწერს

ლონდონის "ჩელსის” ვეტერანი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი საბავშვო წიგნების დაწერას აპირებს. BBC-ის ცნობით, 34 წლის ინგლისელმა კონტრაქტი გამომცემლობა Little Brown Book Group-თან გააფორმა. ამგვარად, ლამპარდი 5 საბავშვო წიგნს გამოუშვებს. 
ლამპარდი მკითხველს თავის თავზე, მეგობრებზე, თანაკლასელებზე და საყვარელ ძაღლ "მაქსიზე” ისტორიებს მოუყვება. წიგნები 5 წლის ზევით მყოფ ბავშვებზე იქნება გათვლილი. 
პირველი ტომი – "ფრენკი მეკობრეების წინააღმდეგ”, ივნისში გამოვა. 2013 წელს კიდევ 2 წიგნის პრეზენტაცია შედგება, უკანასკნელ 2 ტომს კი, 2014 წელს ელიან. 
"იდეა ფრენკზე და გიგანტურ ბურთზე თავში მაშინ მომივიდა, როცა ჩემს შვილებს ზღაპრებს ვუკითხავდი. ჩვენს ოჯახში სპორტი და წიგნები მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, წიგნების დაწერა თავად გადავწყვიტე”, - განაცხადა ლამპარდმა.
Views: 858



Shadow


content top