მოგეხსენებათ,კვირას ყველა ვარსკვლავის მატჩის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის კონკურსები გაიმართება.ერთ-ერთი მათგანია შეჯიბრი სამქულიან ტყორცნებში.
როგორც გაირკვა,ორლანდო მეჯიკის საუკეთესო მსროლელი ჯეი ჯეი რედიკი საკალათბურთო ასოციაციისგან მოწვევას ელოდა აღნიშნულ კონკურზე,თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა,რამაც 28 წლის მოთამაშეს გული დაწყვიტა.
"არ ვიცი,რა კრიტერიუმებით ირჩევა მოთამაშეები იმ კონკურსისათვის.ვფიქრობ,მათ შემთხვევით ირჩევენ.გავიგე,თითქოს ისინი არჩევანს აკეთებენ ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავებზე.იმედია,მათ რიცხვში როდესმე მოვხვდები.”-განაცხადა ჯეი ჯეი რედიკმა.