Main »
2013 » February » 14 » დერიკ როუზი: "ჩემთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა"
დერიკ როუზი: "ჩემთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა"
"ჩიკაგოს" ლიდერი დერიკ როუზი ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ ჯერ კიდევ განიცდის ტკივილებს და მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ბოლომდე ვერ მოხერხდა ტრავმის მორჩენა.
"თუ გავა კიდევ დიდი დრო და ვერ ვიგრძნობ რომ უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფები, რა თქმა უნდა, ამ სეზონში აღარ ვითამაშებ. მე ძალიან მსურდა ამ რეგულარულში თამაში და ამიტომაც სრული სერიოზულობით ვეპყრობოდი როგორც სარეაბილიტაციო პერიოდს, ასევე სავარჯიშო პროცესსაც, თუმცა რადგან არსებობს მცირე რისკიც კი იმისა რომ კიდევ უფრო გავიმიზეზო გაზაფხულზე მიღებული სერიოზული ტრავმა, ჩემთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა" - ციტირებს როუზის სიტყვებს The Associated Press