infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » კონტე დასვენებას ვერ ახერხებს

კონტე დასვენებას ვერ ახერხებს

„იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „რომასთან" მარცხის შემდეგ აცხადებს, რომ მისმა შეგირდებმა გუნდური თამაში ვერ აჩვენეს და წუხს რომ დასვენებისთვის საკმარისი დრო არ აღმოაჩნდათ.
კონტე
„თუ ჩვენ გუნდურად არ ვთამაშობთ, შედეგიც სახეზეა. მე არ დავადანაშაულებ კონკრეტულ ფეხბურთელებს, რადგან დღეს ვერ დავინახე გუნდი. ყველა თავისთვის თამაშობდა და ეს იმედგაცრუებას იწვევს. ვწუხვარ, რომ არ აღმოგვაჩნდა დამატებითი დასვენების დღე, რათა მატჩისთვის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვყოფილიყავით.

„ბებერი სენიორას" დამრიგებელმა ასევე უპასუხა „ნაპოლის" მწვრთნელის ვალტერ მაცარის კრიტიკას, რომელსაც არ ესმის კონტეს ჩივილი ჩემპიონატის დაძაბული გრაფიკის გამო.

„შვიდ დღეში ჩვენ სამი თამაში ჩავატარეთ, რამდენი ითამაშა „ნაპოლიმ"?  ამის დათვლა სირთულეს არ წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველ ჯერზე აღიდგინოს ძალები, როცა რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობს" – აცხადებს კონტე.
Views: 666



Shadow


content top