infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » News

News - Archive

მონტელას სკუდეტოს მოგება სურს
”ფიორენტინას” მთავარმა მწვრთვნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ მომავალში მას საკუთარ გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგება სურს.
”ჩემი მომავალი? რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა და ბაიერნი – ეს ის კლუბებია, რომლებსაც ყველაზე დიდებულ კლუბებად ვთვლი”, – განაცხადა აეროპლანინომ QS-სთან საუბრისას.
”თუმცა ჩემს კარიერაში ასეთი დიდი ნაბიჯის გადადგმისთვის ამჟამად მზად არ ვარ. ახლა ჩემი მიზანი ”ფიორენტინასთვის” მესამე სკუდეტოს მოგებაა. გუნდის თამაშს სულ უფრო და უფრო ვაუმჯობესებთ. წარმატების მისაღწევად მეტი იდეა და მეთოდი გვჭირდება, რადგან დღეს-დღეობით იები იტალიური ფეხბურთის გრანდებს ფინანსური კუთხით ჩამორთებიან” – დაასრულა ფლორენციელთა თავკაცმა.
აქვე გეტყვით, რომ შაბათს ”ფიორენტინა” ”იუვენტუსს” შეხვდება. ამ დროისთვის ”ვიოლა” სერია ა-ში მეექვსე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 4 ქულა აშორებს.
Category: News Views: 798 Added: Sky Date: 08.02.2013 - 17:55

თანამდებობისთვის ვიეირა და ბერგკამპი იბრძოლებენ
რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა,რომ სეზონის ბოლოს არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობა ლაიმ ბრედის წასვლის გამო,ვაკანტური ხდება.

ინგლისური კლუბი რამოდენიმე ახალ კანდიდატურას განიხილავს.გავრცელდა ინფორმაცია,რომ ეს ან პატრიკ ვიეირა ან დენის ბერგკამპი იქნებოდა.დღეს,პრესკონფერენციაზე არსენ ვენგერმა დაადასტურა,რომ ხელმძღვანელი მხოლოდ არსენალის ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს.

"ვიეირა კანდიდატად მოიაზრება,თუმცა მთავარია თვითონ მონდომებს თუ არა არსენალში დაბრუნებას.ყველა ყოფილ ფეხბურთელს აქვს შანსი.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,მომავალი ხელმძღვანელი იყოს გამოცდილი და საქმის პროფესიონალი.ეს არის განკაუთრებული თანამდებობა კლუბში.”-განაცხადა არსენ ვენგერმა.


Category: News Views: 850 Added: Sky Date: 08.02.2013 - 17:53

ვან ნისტელროი: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის, ფავორიტი არ არსებობს”
რუუდ ვან ნისტელროი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის "რეალს” შორის გასამართ შეხვედრაში გუნდების ლიდერები რობინ ვან პერსი და კრისტიანო რონალდო იქნებიან.

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ორივე კლუბში უთამაშია და ამბობს, რომ მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

"ამ კლუბებს შორის, გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. მე რომ მკითხოთ, გუნდების ლიდერები რობინ ვან პერსი და კრისტიანო რონალდო იქნებიან. ვფიქრობ, ყველაფერი მცირე დეტალებში გადაწყდება. ორივე გუნდს ძლიერი შემტევები ჰყავს. მადრიდის "რეალმა” "ბარსელონას” წინააღმდეგ კარგად ითამაშა და დაამტკიცა, რომ ძლიერი კლუბია”, – განაცხადა 36 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა.
Category: News Views: 774 Added: Sky Date: 08.02.2013 - 17:50

მესი კარიერის არგენტინაში დასრულებას არ გამორიცხავს
"ბარსელონას” 25 წლის ფეხბურთელი, ლიონელ მესი არ გამორცხავს, კარიერა თავისივე სამშობლოში, არგენტინაში დაასრულოს.

მოგეხსენებათ, გუშინ, მესიმ კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგძლივა, ამრიგად როცა მას ხელშეკრულების ვადა გაუვა, 31 წლის იქნება.

"ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, მინდა, კარიერა "ბარსელონაში” დავასრულო. სხვა ევროპულ კლუბში გადასვლას არ განვიხილავ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, კარიერის ბოლო ნაწილი ჩემს სამშობლოში გავატარო”, – აცხადებს მესი.

არგენტინელმა მოთამაშემ ახალ კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი.

"შესანიშნავი დღე გამოდგა. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონაში” ბედნიერი ვარ.”
Category: News Views: 1235 Added: Sky Date: 08.02.2013 - 17:00

აბატე: “ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ბალოტელის გარეშეც მივაღწევთ”
"მილანის” 26 წლის მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე მიიჩნევს, რომ "როსონერის” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ბალოტელის გარეშეც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი "მილანის” მაისურით, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, რადგან მან "მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ამ ტურნირზე უკვე იასპარეზა.

"მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ბალოტელი ვერ დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ პაცინი, რობინიო და ბოიანი გვყავს, რომლებსაც გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ”, – აცხადებს აბატე.

იგივე თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "მილანის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა – რიკარდო მონტოლივო ამბობს, რომ გუნდს ბალოტელის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.

"ცუდია, რომ ბალოტელი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაგვეხმარება, თუმცა გვყავს პაცინი, რომელიც კარგ სეზონს ატარებს. ასევე, ბოიანს ამ ტურნირზე კარგად თამაში შეუძლია.”
Category: News Views: 692 Added: Sky Date: 08.02.2013 - 16:53

ბალოტელი პოლიციამ დააჯარიმა
გუშინ ქალაქ მილანის ერთ-ერთ აეროპორტში არც თუ ისე სასიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი მოქმედი პირად ”მილანის” ახალწვეული – მარიო ბალოტელი აღმოჩნდა. კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ მარიომ მანქანის გაჩერება იმ ადგილას გადაწყვიტა, რომელიც მგზავრებისთვის არის განკუთვნილი.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა იტალიის ნაკრების თავდამსხმელს იმის მოთხოვნით მიმართეს, რომ მას ავტომანქანა სხვაგან დაეყენებინა, რაზეც თავიდან ბალოტელი დათანხმდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და დაცვასთან კამათი დაიწყო. ამის შემდეგ საქმეში პარტული ჩაერია, რომლის წარმომადგენლებმაც ბალოს მართვის მოწმობის ჩვენება სთხოვეს, რაზეც მან ასევე უარი თქვა. შედეგად ფეხბურთელმა 2 ჯარიმა მიიღო: პირველი დაზღვევის პოლისის არქონის გამო და მეორე დოკუმენტების ჩვენებაზე უარის თქმის გამო.

თავის მხვრივ კლუბმა აღნიშნული ინფორმაცია სწრაფადვე უარყო და შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: ”არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, ეს ჩვეულებრი ... Read more »
Category: News Views: 837 Added: Sky Date: 08.02.2013 - 16:38

ვილაშ–ბოაში: “რონალდო და ბეილი ერთმანეთს ჰგვანან”
"ტოტენჰემ ჰოტსპურის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ–ბოაში აცხადებს, რომ მისი გუნდის მოთამაშე გარეტ ბეილს შეუძლია, კრისტიანო რონალდოს წარმატება გაიმეოროს.

23 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგ სეზონს ატარებს – უელსელმა 34 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

"რონალდო და ბეილი ერთმანეთს ჰგვანან. ორივე ძალიან ტექნიკური, ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია. სასაცილოა, როგორ უნდა შეადარო ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს. გარეტი, თავის დროზე, მარცხენა მცველი იყო, ახლა კი ნახევარმცველია. კრისტიანო 28 წლისაა და ის ბეილისათვის სამაგალითო მოთამაშე უნდა იყოს, რადგან უელსელს შეუძლია, მისი წარმატება გაიმეოროს”, – აცხადებს 35 წლის სპეციალისტი.
Category: News Views: 786 Added: Sky Date: 08.02.2013 - 16:14

« 1 2 ... 332 333 334 335 336 ... 355 356 »
content top