infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ვან ნისტელროი: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის, ფავორიტი არ არსებობს”

ვან ნისტელროი: “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის, ფავორიტი არ არსებობს”

რუუდ ვან ნისტელროი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის "რეალს” შორის გასამართ შეხვედრაში გუნდების ლიდერები რობინ ვან პერსი და კრისტიანო რონალდო იქნებიან.

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ორივე კლუბში უთამაშია და ამბობს, რომ მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

"ამ კლუბებს შორის, გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. მე რომ მკითხოთ, გუნდების ლიდერები რობინ ვან პერსი და კრისტიანო რონალდო იქნებიან. ვფიქრობ, ყველაფერი მცირე დეტალებში გადაწყდება. ორივე გუნდს ძლიერი შემტევები ჰყავს. მადრიდის "რეალმა” "ბარსელონას” წინააღმდეგ კარგად ითამაშა და დაამტკიცა, რომ ძლიერი კლუბია”, – განაცხადა 36 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა.
Views: 713



Shadow


content top