infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ვილაშ–ბოაში: “რონალდო და ბეილი ერთმანეთს ჰგვანან”

ვილაშ–ბოაში: “რონალდო და ბეილი ერთმანეთს ჰგვანან”

"ტოტენჰემ ჰოტსპურის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ–ბოაში აცხადებს, რომ მისი გუნდის მოთამაშე გარეტ ბეილს შეუძლია, კრისტიანო რონალდოს წარმატება გაიმეოროს.

23 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგ სეზონს ატარებს – უელსელმა 34 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

"რონალდო და ბეილი ერთმანეთს ჰგვანან. ორივე ძალიან ტექნიკური, ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია. სასაცილოა, როგორ უნდა შეადარო ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს. გარეტი, თავის დროზე, მარცხენა მცველი იყო, ახლა კი ნახევარმცველია. კრისტიანო 28 წლისაა და ის ბეილისათვის სამაგალითო მოთამაშე უნდა იყოს, რადგან უელსელს შეუძლია, მისი წარმატება გაიმეოროს”, – აცხადებს 35 წლის სპეციალისტი.
Views: 703



Shadow


content top