infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » News

News - Archive

Tips - 08.02
 Nimes - Laval 
Tip: 1
Odd: 1.95

 Almeria - Sabadell 
Category: News Views: 690 Added: Better Date: 08.02.2013 - 22:19

კარიკმა ”მანჩესტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
”მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მაიკლ კარიკი კლუბთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა.
მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა. უცხოური პრესა იტყობინება იმის შესახებ, რომ ახალი კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება, ანუ მხარეები თავიდან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, ხოლო შემდეგ მისი კიდევ ერთი წლით გახანგძლივება შეეძლებათ. მოთამაშის ხელფასი კვირაში 80 ათას ფუნტს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგაში მანჩესტერული კლუბის მაისურით კარიკმა 24 მატჩი ჩაატარა.
Category: News Views: 745 Added: Sky Date: 08.02.2013 - 19:52

მანჩინი: “ვიმედოვნებ ‘იუნაიტედი’ დაამარცხებს ‘რეალს’
„მან სიტის" დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ ლიგაში  მისი  კონკურენტები საკმაო ენერგიას დახარჯავენ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. იტალიელს მიაჩნია, რომ „იუნაიტედთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება ლიგაზე მათი ასპარეზობის ხარჯზე. უკვე შემდეგ კვირაში ფერგიუსონი შეგირდებს მძიმე მატჩი ელით მადრიდის „რეალთან", რომელშიც დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.

„როდესაც „რეალის" წინააღმდეგ თამაშობ, ყოველთვის რისკავ საკუთარ ჩემპიონატში ადრინდელი სიძლიერის დაკარგვას. შეიძლება ითქვას, რომ   გვსურს  „მან იუს" გამარჯვება და მათი შემდგომი წინსვლა ჩემპიონთა ლიგაზე"- აცხადებს მანჩინი „Sky Sports"-თან.
Category: News Views: 699 Added: Sky Date: 08.02.2013 - 19:51

ხესუს ნავასი: “სევილია” “რეალის” წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს”
"სევილიას” 27 წლის ნახევარმცველი, ხესუს ნავასი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდში სამუშაოდ უნაი ემერი მივიდა, სევილიელთა სათამაშო სტილი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, "სევილია” მადრიდში, "რეალს” ესტუმრება.

"ჩვეულებრივ, "რეალსა” და "სევილიას” შორის გამართულ მატჩებში ბევრი გოლი გადის, რის გამოც, მაყურებლები ჩვენი გუნდების თამაშებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. "რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო მატჩში გავიმარჯვეთ, ამიტომ თვითდაჯერებულები ვართ. ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, "სევილია” მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ.

ნავასმა კომენტარი "სევილიას” მწვრთნელზე, უნაი ემერზეც გააკეთა.

"უნაი ემერის მოსვლის შემდეგ, სტილი შევიცვალეთ. ყველა მეტოქესთან კარგად ვთამაშობთ. გუნდი ბევრს მუშაობს. უმეტეს შემთხვევებში, ჩვენს მეტო ... Read more »
Category: News Views: 757 Added: Sky Date: 08.02.2013 - 18:03

ანელკა: “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”
"იუვენტუსის” 33 წლის ფრანგი ახალწვეულის, ნიკოლას ანელკას აზრით, ტურინელებს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ.

"ჩელსის” ყოფილი მოთამაშე ფიქრობს, რომ "იუვენტუსს” "სელტიკთან” რთული მატჩები ელის.

"იუვენტუსში” ყველა ფეხბურთელი იმისთვის თამაშობს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, თუმცა ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩემი ტურინულ კლუბში გადმოსვლის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მჯერა, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ აქ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან თავმოყრილი”, – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

ანელკამ კომენტარი "სელტიკთან” გასამართ მატჩზეც გააკეთა: "გლაზგოში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. მათ ძალიან აქტიური გულშემატკივრები ჰყავთ, რის გამოც, "სელ ... Read more »
Category: News Views: 639 Added: Sky Date: 08.02.2013 - 18:02

”ნიუკასლმა” ევროპის ლიგის განაცხადში კიდევ 3 მოთამაშე შეიყვანა
”ნიუკასლის” მთავარმა მწვრთვნელმა ალან პარდიუმ სამი მოთამაშე აირჩია, რომელიც მასევროპის ლიგის ფლეი-ოფში დაეხმარება.

ზამთარს ”ნიუკასლი” სერიოზულად გაძლიერდა (კლუბმა მატიე დებუში, მაპუ იანგა-მბივა, იოან გუფრანი, მასადიო აიდარა, მუსა სისოკო და კევინ მბაბუ შეიძინა), თუმცა ევროპის ლიგის განაცხადში ფლეი-ოფისთვის მხოლოდ 3 მოთამაშის დამატება შეიძლება.

საბოლოოდ ამის გამო ალან პარდიუმ თავისი არჩევანი მუსა სისოკოს, მაპუ იანგა-მბივას და მასადიო აიდარას სასარგებლოდ გააკეთა. ეს მოთამაშეები შეძლებენ ”ნიუკასლის” მაისურით ევროპის ლიგაზეც თამაშს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგს 1/8 ფინალში ”ნიუკასლი” ხარკოვის ”მეტალისტს” შეხვდება.
Category: News Views: 753 Added: Sky Date: 08.02.2013 - 18:00

აგენტი: “ჰამშიკი “ნაპოლის” არასოდეს დატოვებს”
"სუპერ აგენტი” – მინო რაიოლა აცხადებს, რომ მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის” არასოდეს დატოვებს.

პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, თითქოს, სლოვაკი ფეხბურთელი კლუბის გამოცვლას აპირებს, თუმცა აგენტი ჭორებს უარყოფს.

"მარეკს კარგად ვიცნობ და გეტყვით, რომ ის სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება. მას "ნაპოლი”, გუნდის პრეზიდენტი და ფანები უყვარს. ვფიქრობ, ჰამშიკი "ნაპოლის” არასოდეს დატოვებს. დარწმუნებული ვარ, ის კარიერას ნეაპოლში დაასრულებს”, – განაცხადა მინო რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ჰამშიკმა "ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 23 მატჩში ცხრა გოლის გატანა მოახერხა.
Category: News Views: 776 Added: Sky Date: 08.02.2013 - 17:57

« 1 2 ... 331 332 333 334 335 ... 355 356 »
content top