"მილანის” 26 წლის მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე მიიჩნევს, რომ "როსონერის” ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ბალოტელის გარეშეც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი "მილანის” მაისურით, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, რადგან მან "მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ამ ტურნირზე უკვე იასპარეზა.
"მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ბალოტელი ვერ დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ პაცინი, რობინიო და ბოიანი გვყავს, რომლებსაც გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ”, – აცხადებს აბატე.
იგივე თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "მილანის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა – რიკარდო მონტოლივო ამბობს, რომ გუნდს ბალოტელის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.
"ცუდია, რომ ბალოტელი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაგვეხმარება, თუმცა გვყავს პაცინი, რომელიც კარგ სეზონს ატარებს. ასევე, ბოიანს ამ ტურნირზე კარგად თამაში შეუძლია.”