infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 19 » ბენზემა საფრანგეთის ჰიმნს არ შეასრულებს

ბენზემა საფრანგეთის ჰიმნს არ შეასრულებს

ბენზემა
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მატჩების დაწყებამდე, თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებას არ აპირებს.

"ჩემი ქვეყნის ჰიმნი არ უნდა ვიმღერო. ცხოვრებაში არასოდეს მიმღერია და ამას არც ახლა გავაკეთებ. ჰიმნის შეუსრულებლობა ნაკრებში გოლების გატანაში ხელს არ მიშლის. მე მიყვარს საფრანგეთი, მაგრამ არ მესმის, რა საჭიროა მსგავსი კითხვების დასმა. ყოველთვის ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყნის მაისურით ვითამაშო, მაგრამ სიმღერას ვერავინ მაიძულებს. საერთოდ, არ მესმის, პრობლემა რა არის. მაგალითად, ზიდანს ჰიმნი არასოდეს უმღერია. სტადიონზე გულშემატკივრები იმიტომ არიან, რომ ჰიმნი შეასრულონ. მთავარია, რომ ჩვენ ერთნი ვართ”, – იუწყება ბენზემას სიტყვებს RMC..
Views: 470



Shadow


content top