infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 19 » ლამპარდი ოუენთან ერთად თამაშით ამაყობს

ლამპარდი ოუენთან ერთად თამაშით ამაყობს

ლამპარდი, უენი
ინგლისის ნაკრების წევრი ფრენკ ლემპარდი ეროვნულ გუნდში თავის ყოფილ თანაგუნდელზე, მაიკლ ოუენზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელთან ერთად ფეხბურთის თამაში მისთვის დიდი პატივი იყო.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ოუენმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"მაიკლს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. ამაყი ვარ იმით, რომ მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მქონდა. ვფიქრობ, ის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბომბარდირი. მაიკლი უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

ვფიქრობ, მისი კარიერის პიკი მიუნხენში, გერმანიის ნაკრების კარში შესრულებული ჰეთ თრიქი იყო. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ 1998 წლის მუნდიალზე, არგენტინის კარში გატანილი გოლი. მისი ასაკის გათვალისწინებით, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო.” – ციტირებს ლემპარდის სიტყვებს Sky Sports-ი.
Views: 640



Shadow


content top