infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 30 » ვარანი “გალათასარაისთან” საეჭვოა

ვარანი “გალათასარაისთან” საეჭვოა

varani
მადრიდის "რეალის” ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი დღეს, "სარაგოსას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და მან, შესაძლოა, "გალათასარაისთან” გასამართი საჩემპიონთალიგო დაპრისიპირებაც გამოტოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ ვარანი "სარაგოსასთან” იმიტომ დაასვენა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალები "გალათასარაისთვის” შეენახა. თუმცა, ფრანგული L’Equipe-ს ცნობით, 19 წლის უკანახაზელს ზურგის ტრავმა აწუხებს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "გალათასარაის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მიმდინარე სეზონში, ვარანმა "რეალის” მაისურით 25-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
Views: 391



Shadow


content top