სატრანსფერო ბაზარზე გერმანელი მცველის გადაბირებისათვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.
ბოლო პერიოდში ევროპული პრესა იტყობინებოდა, რომ "ბარსელონა”, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, დორტმუნდის "ბორუსიას” ერთ-ერთ ლიდერს მატს ჰუმელსს აკვირდება. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, კატალონიურ გრანდს ძალიან სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ.
ასე და ამგვარად, როგორც აღმოჩნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დიდი ხანია, რაც ჰუმელსის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია, ხოლო რაც შეეხება "წითელი ეშმაკუნების” ცნობილ კონკურენტს, "მანჩესტერ სიტის”, ამ კლუბის ხელმძღვანელობა არაა წინააღმდეგი საკუთარი გუნდის რიგებში გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი იხილოს.
ამავდროულად, თავად ჰუმელსი ირწმუნება, რომ "ბარსელონასთან” არანაირი მოლაპარაკებები არ წარუმართავს, და არ აპირებს იმ კლუბების დასახელებას, სადაც როდესმე კარიერის გაგრძელებას ისურვებდა.
"ბარსელონას” წარმომადგენლებთან კონტაქტი არ მქონია. დიახ, ჩვენს ვითომდა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე მსმენია, თუმცა ჭორი არანაირ სიმართლეს არ შეიცავს. თითოეული ამბიციურ ფეხბურთელს ჰყავს გონებაში ჩავარდნილი რამოდენიმე გრანდი, სადაც როდესმე კარიერის გაგრძელებას ისურვებდა”, – განაცხადა მატსმა.