infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 30 » ეროვნული ჩემპიონატის XXV ტურის ანონსი

ეროვნული ჩემპიონატის XXV ტურის ანონსი

ეროვნული ჩემპიონატი
ქუთაისის ტორპედო – დინამო თბილისი
 შაბათს 18 საათზე, გაიმართება უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის ცენტრალური მატჩი სადაც ქუთაისის ტორპედო უმასპინძლებს თბილისის დინამოს. ამ ორ გუნდს შორის მატჩები ყოველთვის დაძაბული და პრინციპულია. ქუთაისლები მიმდინარე ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ 47 ქულით ხოლო, დედაქალაქელები კი ლიდერობენ ზედა ექვსეულს 56 ქულით. ამ ორ გუნდს შორის პირველ წრის პირველ მატჩში დინამომ ქუთაისლებს უმასპინძლა და დაამარცხა ანგარიშით 3-2 ხოლო, შემდეგი მატჩი ქუთაისში გაიმართა და მატჩი დასრულდა ფრედ 2-2.

საჩხერის ჩიხურა – ზესტაფონი
 შაბათს 15 საათზე, საჩხერლები უმასპინძლებენ ზესტაფონელებს. წინა წრის მატჩებში პირველი თამაში ზესტაფონში ფრე 0-0 დასრულდა ხოლო მეორე მატჩში კი შეძლეს საჩხერლებმა გამარჯვება ანგარიშით 3-1. მიმდინარე ცხრილში ზესტაფონი პირველი ექვსეულში 5 ადგილს იკავებს 38 ქულით, ხოლო ჩიხურა 4 ადგილს 47 ქულით. ჩიხურასთვის ეს მატჩი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება რადგან როგორც მოგეხსენებათ შაბათს გაიმართება მატჩი ტორპედოსა და დინამოს შორის და თუ ამ მატჩში ქუთაისლებმა დაკარგეს ქულა და საჩხერლებმა გაიმარჯვეს ჩიხურა აიწევს ერთი ადგილით მაღლა და დაიკავებს მესამე ადგილს. 

გორის დილა – ზუგდიდი
 ეს მატჩი გაიმართება შაბათს, 14 საათზე. ამ მატჩს ზუგდიელები დანაკლისით შეხვდებიან ზუგდიდელებს ვერ დაეხმარება თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია ტრავმის გამო. გორი მიმდინარე ცხრილში იმყოფება მეორე ადგილზე 53 ქულით ხოლო ზუგდიდი ზედა ექვსეულის ბოლო ადგილზე 35 ქულით. 

ვიტ ჯორჯია – რუსთავის მეტალურგი
 მატჩ გაიმართება მცხეთაში 15 საათზე. მცხეთელები უმასპინძლებენ რუსთაველებს. ვიტ ჯორჯიას ძალიან ჭირდება ქულები რომ ქვედა ექვსეულის მეორე ადგილზე გადმოინაცვლოს და ეს იმშემთხვევაში მოხდება თუ მერანი ფოთთან დამარცხდება. ხოლო მეტალურგი კი ლიდეროპბს ქვედა ექვსეულს 35 ქულით ხოლო ვიტ ჯორჯია 22 ქულით მესამე ადგილს იკავებს

მარტვილის მერანი – ფოთის კოლხეთი
 მატჩი გაიმართება შაბათს 15 საათზე სადაც მარტვილელები უმასპინძლებენ ფოთელებს. კოლხეთი ქვედა ექვსეულში ბოლო ადგილს იკავებს 7 ქულით ხოლო მერანი მეორე ადგილს 24 ქულით. ამ ორ გუნდს შორის პირველ წრის ორივე მატჩში შეძლეს გამარჯვება მარტვილელებმა. 

ბოლნისის სიონი – დინამო ბათუმი
 შაბათს 15 საათძე ბოლნისელები უმასპინძლებენ ბათუმელებს. ეს ორი გუნდი მიმდინარე ცხრილში ერთად არიან იყოფენ მე-4 (21 ქულით) და მე-5 (19) ადგილებს. ამიტომ ამ მატჩში ყველაფერი არის შესაძებელი და ბათუმელებს შეუძლიათ ერთი საფეხურით მაღალ ავიდენნ იმშემთახვევაში თუ ბათუმის დინამო დაამარცხებს ბოლნისის სიონს. ამ შემთხვევაში ბათუმელები მე-4 ადგილს დაიკავებენ 22 ქულით ხოლო ბოლნისელები ისევ 21 ქულით დარჩებიან და გადმოინაცვლებენ მე-5ა ადგილზე

მიმდინარე ცხრილი (ზედა ექვსეული)

ეროვნული ჩემპიონატი

Views: 709



Shadow


content top