infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 27 » მილანი იუვენტუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს

მილანი იუვენტუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს

მილანის ”ინტერის” ნახევარმცველმა ეზეკილ სკელოტომ ”იუვენტუსთან” მოახლოებულ მატჩზე საუბრისას, განაცხადა, რომ მის გუნდს ”ბებერი ქალბატონის” დამარცხება ნამდვილად შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ”დერბი დელა იტალიად” წოდებული შეხვედრა შაბათს გაიმართება

”ვფიქრობ, სანაკრებო პაუზამ დადებითი როლი ითამაშა. ”იუვენტუსთან” მატჩისთვის მშვიდ გარემოში გავაგრძელებთ მომზადებას”, – განაცხადა სკელოტომ.

”ბოლონიასთან” მატჩში ”იუვემ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ კი ”სამპდორიასთან” მატჩის ჩატარება მოგვიანებით მოგვიწევს. აღნიშნული პაუზა ტურინელებთან მატჩში შესაძლოა დაგვეხმარება კიდეც”.

”წინ რთული დაპირსპირება გველის, თუმცა მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია”, – დაასრულა ”ინტერის” ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, სწორედ ”ინტერმა” მოახერხა სერია ა-ში ”იუვენტუსის” 49-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება.
Views: 617



Shadow


content top