infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 27 » ბარსელონა ნეიმარში 45 მილიონს იხდის

ბარსელონა ნეიმარში 45 მილიონს იხდის

ნეიმარი
ბრაზილიელი ტალანტის "ბარსელონაში” შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაჩნდა.

როგორც Sport.es იტყობინება, "ბარსელონა” ნეიმარის ტრანსფერში 45 მილიონ ევროს გადაიხდის. ამტკიცებენ, რომ იგი შესაძლოა "ბარსაში” ან მიმდინარე წლის ზაფხულში, ან 2014-წელს გადაბარგდეს. გადამწყვეტი სიტყვა ამ შემთხვევაში თავად ნეიმარზე იქნება დამოკიდებული. ამ კლუბებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუ ეს ტრანსფერი არ შედგება "სანტოსს” ესპანური გრანდისათვის ჯარიმის სახით 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე იტყობინებიან, რომ თუ ეს ტრანსფერი 2014-წელს განხორციელდება, მაშინ "სანტოსი” 30 მილიონ ევროს მიიღებს, დანარჩენ 15 მილიონს კი "ბარსელონა” დაზოგავს. და თუ, ეს 2013-წელს მოხდება, მაშინ ბრაზილიური კლუბი კუთვნილ 45 მილიონ ევროს მიიღებს.
Views: 564



Shadow


content top