"ნაპოლის” ხელმძღვანელობა "ინტერნასიონალის” ფორვარდის ლეანდრო დამიაოს შეძენით დაინტერესდა.
ნეაპოლური კლუბი 23-წლის ფეხბურთელს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფორვარდის ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.
იტყობინებიან, რომ დამიაომ "ნაპოლიში” გადაბარგებაზე წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა. "ინტერნასიონალის” ფეხბურთელის ეს ტრანსფერი დაახლოებით 22-25 მილიონ ევროდ ფასდება.
შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში დამიაო "ტოტენჰემში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა გარიგება საბოლოო მომენტში ჩაიშალა.
ბრაზილიური კლუბის მაისურით დამიაომ 171 მატჩი ჩაატარა და 75 გოლი გაიტანა.