infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 27 » პერსი ემიუში ყოფნით კმაყოფილია

პერსი ემიუში ყოფნით კმაყოფილია

პერსი
ჰოლანდიელი ბომბარდირი "ოლდ ტრაფორდზე” ცხოვრებით კმაყოფილია.

"მომდევნო რამოდენიმე წელიწადს მე ნამდვილად "მანჩესტერ იუნაიტედში” გავატარებ. სავსებით შესაძლებელია, აქ უფრო დიდი ხნითაც დავრჩე. არც ისაა გამორიცხული, რომ "იუნაიტედი” ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო კლუბი გახდეს”, – ციტირებს რობინის სიტყვებს Voetbal International.

"ევროპაში რამოდენიმე კლუბია, სადაც ვეტერანი ფეხბურთელები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ასეთი ფეხბურთელები განსაკუთრებით "იუვენტუსსა” და "მილანში” ჭარბობენ, თუმცა ამ მხრივ "ემიუც” შესანიშნავი მაგალითია. ვინ იცის, კიდევ რა დროის განმავლობაში დავრჩები მე აქ”.

"ემიუში” ჩემთვის თითოეული ახალი დღე მორიგ გამოწვევას მიმზადებს. შეუჩერებლად ვპროგრესირებ, ამ გუნდში თამაშის წყალობით”.
Views: 574



Shadow


content top