პორტუგალიელის სახელს აქტიურად უკავშირებენ ლონდონურ კლუბს.
იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Daily Mail ავრცელებს, ჟოზე მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, სადაც 2004-წლიდან 2007-წლამდე მუშაობდა.
გარდა "ჩელსისა”, მოგეხსენებათ, პორტუგალიელის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ სიტისა” და "პარი სენ ჟერმენსაც” სურს, თუმცა მოურინიოს ამ კლუბებიდან რომელიმეში მუშაობა არ სურს, რომელსაც მისთვის მხოლოდ მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლია.
იტყობინებიან, რომ აბრამოვიჩი თავის ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რათა "ჩელსიში” გუნდის ყოფილი თავკაცი დააბრუნოს, გარდა ამისა, იმ ტრანსფერებისთვისაც, რომელსაც სპეციალისტი მოითხოვს, ფულს არ დაიშურებს.