infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 26 » იოზილი რეალთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

იოზილი რეალთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

იოზილი
გერმანელი ნახევარმცველი თვლის, რომ ხელფასის გაზრდა დაიმსახურა.

მესუთ იოზილი "რეალში” 2010-წელს გადავიდა, კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც წარმატებული თამაშის შემთხვევაში ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.

ახლა გერმანელს სურს ეს ვარიანტი გამოიყენოს, რადგან თვლის, რომ საკუთარი თამაშით ხელფასის გაზრდა დაიმსახურა. მისმა მამამ მუსტაფა იოზილმა უკვე დაიწყო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იოზილი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს იღებს. მიმდიანარე სეზონში მან ლა ლიგის ეგიდით 25 შეხვედრა ჩაატარა, ოთხი გოლი თავად გაიტანა, ხოლო კიდევ 12-ჯერ ასისტენტობა თანაგუნდელებს გაუწია.
Views: 692



Shadow


content top