ფრანგულ გრანდს ცენტრალურ მცველთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.
თავად მამადუმ უკვე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, რადგან სამწვრთნელო შტაბი მასში მხოლოდ შემცვლელი მცველის როლს ხედავს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები გამოხატავენ, რომელთა შორისაა "ნიუკასლი”, "ლივერპული” და "არსენალი”.
კლოდ მაკელელემ, კარლო ანჩელოტის ასისტენტმა, კლუბის პოზიცია გამოხატა:
"მამადუ – "პსჟ”-ს მომავალია. მისი წასვლა შეუძლებელია. მსგავსი აზრები ხანდახან მეც მებადებოდა, როდესაც ვთამაშობდი. მან ამაზე არ უნდა იფიქროს”.
"სახო ახლა ისეთ დონეზეა, სადაც ბავშვივით არ უნდა მოიქცე, რომელსაც სიყვარული სჭირდება. იგი პროფესიონალია”.